×
  • მთავარი
  • მიწოდების პირობები
  • პროდუქცია
  • ჩვენ შესახებ
  • წესები და პირობები
  • ttime.ge
  • chocolatecharger

    „შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის 2019/12/05 ეკონომიკა „შოკოლადის დამტენი“ – ასე ჰქვია გარემოს, რომელშიც ყველაფერი შოკოლადისაა – პროდუქტის, რომელიც სიამოვნებასა და ბედნიერებასთან ასოცირდება. აქ ადამიანი „იმუხტება შოკოლადით“, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი გემო მას მოტივაციას მატებს. ქართველმა მომხმარებელმა ის სულ ცოტახნის წინ გაიცნო. ტკბილი გარემო მას მალევე შეუყვარდა და გამორჩეული, მისთვის სასურველი გემოებიც ამოიჩემა. “თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „შოკოლადის დამტენის“ დამდუძნებელი, ქეთევან მჭედლიშვილი პასუხობს. “მაქვს დიდი ოჯახი და 3 შვილის დედა ვარ. ცხოვრებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილები თავად გამეზარდა. აქედან გამომდინარე, მომეცა სასშუალება, პარალელურად მეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მსიამოვნებს. მიყვარს ტკბილი სამყარო და ვეცადე, შემექმნა ახალი გემო, რომელიც გამოგვიმუშავებს სეროტინინს – ბედნიერების ჰორმონს”. რამდენი ხანია, რაც „შოკოლადის დამტენი“ არსებობს? პროდუქტი არსებობს 7 წელია. ჩემ გარშემო  მეგობარმა და ახლობელმა დააგემოვნეს და მათი რჩევა გავითვალისწინე, რომ  ყველას გაეცნო ჩემი ცივი შოკოლადი.  2019 წლის ოქტომბერში  გამოჩნდა საზოგადოების წინაშეChocolate Charger–ი.  ჩვენი ისტორია ასე დაიწყო  – 2 თვის წინ SUMMAR SET-ის  PR–მენეჯერმა,  ნიკა დვალიძემ დაანონსა  ორი ივენთი.  სადაც შეგვეძლო,START UP–ებს  მიგვეღო მონაწილეობა და  წარგვედგინა ჩვენი პროდუქტი.  რა თქმა უნდა, მომეცა საშუალება, ჩემი პროდუქტი   წარმედგინა ფართო აუდისტორიის წინაშე.  გავაცანი პროდუქტი, დაინტერესდნენ   ძალიან მოეწონათ და ასე აღმოჩნდა CHOCOLTE CHARGER-ი ყურადღების ცენტრში.  ასევე,    მიმიწვიეს ყოველწლიურ პროგრამაში GEN GEORGIA/GEW GEORGIA. ეს არის გლობალური   მეწარმეობის კვირეული საქართველოში, რომელიც  აშშ–ის საელჩოს დაფინანსებით     ხორციელდება.  სიურპრიზი თურმე აქაც მელოდა. დამაჯილდოვეს ასეთი სახელწოდებით Rookie of the year- წლის ახალბედა, რამაც ძაან დიდი სტიმული   მომცა. ყველას მიმართ მინდა მადლიერება გამოვხატო, ვინც პატარა წვლილი შეიტანა ჩვენ წარდგენაში საზოგადოების წინაშე. აქედან გამოდინარე, გადავწყვიტე, გამეგრძელებინა  საქმე, რომელიც ასე  მიყვარს და მაბედნიერებს.    რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს? მომხმარებელს ვთავაზობთ ჯანსაღ და, დანამატების გარეშე, ცივი შოკოლადის რამდენიმე სახეობას: შავი, თეთრი და რძიანი შოკოლადი, ნუშის, თხილის და მიწისთხილის შიგთავსით. მომხმარებელს ვაძლევთ სრულ თავისუფლებას, თავად აირჩიოს შემადენლობა მისივე გემოვნების მიხედვით. ასევე, ეძლევათ საშუალება, აირჩიონ, როგორ შეფუთვაში სურთ, მიიღონ  ცივი შოკოლადი – მინის თუ ქაღალდის  ჭიქებში. კმაყოფილი მომხმარებელი, ხარისხი და მომსახურება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. CHOCOLATE CHARGERI/შოკოლადის დამტენის ცივი შოკოლადი,  ექსკლუზივია საქართველოში.  განსხვავებულები ვართ უკვე  იმით, რომ ცივია, სასწაულ სიამოვნებას იღებს მომხმარებელი  მისი დაგემოვნებისას და ენერგიით ივსება (იტენება.) როგორ იქმნება თქვენი ნაწარმის შიგთავსი და დიზაინი? ნაწარმის შიგთავსსა და დიზაინს თავად ვქმნი. გამორიცხულია, საქმე არ გიყვარდეს და კარგად გამოგდიოდეს. ყოველ დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება და აუცილებლად სიყვარულით აკეთო. ჩემი შოკოლადიც  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, ყოველ მომხმარებელს შევაყვარებთ თავს. რატომ „შოკოლადის დამტენი?“ მიმაჩნია, რომ შოკოლადის გარეშე შეუძლებელია ჩემი ყოველდღიურობა, განსაკუთრებით ცივი შოკოლადი ჩემი ენერგიის წყაროა და, აქედან გამომდინარე, დავარქვი მას „შოკოლადის დამტენი“. „შოკოლადის დამტენი“  არის ჯანსაღი პროდუქტი,  რაც ჩვენს დღევანდელობაში ძალიან მნიშვნელოვნია. მზადდება ნატურალური პროდუქტებისგან და არ შეიცავს დანამატებს.  მისი  უნაზესი და მსუბუქი  გემო ნამდვილად არ ტოვებს გულგრილად მომხმარებელს. ეს არის მიზეზი, რატომაც უყვართ „შოკოლადის დამტენი“.   ავტორი: მარიამ ტიელიძე  
    სრულად ნახვა